გადაარჩინეთ მესამე პრეზიდენტი! - 2225 ქალის ხელმოწერილი პეტიცია ზურაბიშვილის ადმინისტრაციაშია
2225 ქალის ხელმოწერილი პეტიცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ შეიტანეს. მოქალაქეები სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გადარჩენას და შეწყალებას სთხოვენ. ხელმომწერებს შორის სანდრა რულოვსიც არის.
მივმართავთ პრეზიდენტს. ბოლოს და ბოლოს, არის დედა, ქალი და შვილს ნუ მოუკლავს დედას და ამ ქვეყნის მომავალს ნუ დაასამარებს. ჩვენ მწარე გამოცდილება გვაქვს, საქართველოს პირველი პრეზიდენტი როგორ მოგვიკლეს, ჩვენ არ ვხედავდით და არ ვიცი, გაურკვეველ სიტუაციაში, მაგრამ დღეს ჩვენს თვალწინ კლავენ თანამედროვე სახელმწიფოს აღმშენებელ პრეზიდენტს და უფლება არ გვაქვს ჩვენ დუმილის, - ამბობს ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს წევრი დარეჯან ცხვიტარია.
სამოქალაქო საზოგადოება ბრძოლას იქამდე აანონსებს, ვიდრე ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გაუშვებს.