თავდასხმა ტრანსგენდერ ქალზე - "გეის ეძახდნან, აგინებდნე და ურტყამდნენ..."

30.04.21 18:25
თავდასხმა ტრანსგენდერ ქალზე - "გეის ეძახდნან, აგინებდნე და ურტყამდნენ..."

თავდასხმა ჰომოფობიურ ნიადაგზე -  17 წლის ტრანსგენდერ გოგოს თბილისის ცენტრში, უამრავი ადამიანის თვალწინ გაუსწორდნენ. 

როგორც "ტვ პირველს" ტრანსგენდერმა ქალმა, მადონა კიპაროიძემ განუცხადა, არასრულწლოვანი მომხდარს მოახლოებულ 17 მაისს უკავშირებს. 

გეის ეძახდნან, აგინებდნე და არტყამდნენ... საქართველოში განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები დაუცველები ვართ, სახელმწიფო ჩვენს ინტერესს არ იცავს. 

როგორც ვიცი, საპატრულო პოლიციამ თავდამსხმელების იდენტიპიცირება უკვე მოახდინა პეკინზე არსებული ვიდეო კამერების მეშვეობით. თავად დაზარალებული კი პოლიციაშია გადაყვანილი, სასწრაფოც თავად გამოძახა"- ამბობს კიპაროიძე. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები