უმწვავესი დაპირისპირება ჭყინდიდის ეპარქიაში - საპატრიარქო მეუფე სტეფანეს შეცვლას არ აპირებს
სასულიერო პირების დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში - საპატრიარქო მეუფე სტეფანეს შეცვლას არ აპირებს.
როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არ გამორიცხავს, რომ ეპარქიაში პირადად ჩავიდეს:
ჭყონდიდის ეპარქიაში რთული ვითარებაა, არ გამოვრიცხავ უშუალოდაც ჩავიდეთ სიტუაციის განსამუხტად, მეუფის ცვლილება არ იგეგმება. შემდეგ სინოდის სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანი იქნება ჭყონდიდში არსებული ვითარება"- ამბობს ჯაღმაიძე.