ჩამოგიღებ ყბას, ციხეშიც ჩავჯდები - აქციაზე "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

28.12.22 17:35
ჩამოგიღებ ყბას, ციხეშიც ჩავჯდები - აქციაზე "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართულ აქციაზე "ტვ პირველის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ.

აქციის მონაწილემ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა, სახეში ესროლა და ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"ყბასაც ჩამოგიღებ ახლა თუ არ წავხალ, მე შენ ჟურნალისტად არ თვლი, აგენტი ხარ, ერთი რაც მაკლია ციხეში არ ვჯდარვარ და შენი გულისითვის ჩავჯდები, ჩამოგიღებ ყბას" - უთხრა ქალბატონმა ,,ტვ პირველის" ჟურნალისტს.

მსგავსი სიახლეები