რუსთავში 60 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს, ის სავარაუდოდ გაიყინა

29.12.22 10:25
რუსთავში 60 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს, ის სავარაუდოდ გაიყინა

რუსთავში 60 წლამდე კაცი გარდაცვლილი ნახეს.  "ინფო რუსთავი" -ის ინფორმაციით, კაცი რკინიგზის სადგურის გვერდით, დანგრეულ და მიტოვებულ შენობაში რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა.

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი სიცივეა და კაცი, სავარაუდოდ, გაიყინა. 

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის ეკიპაჟები, ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.