კახი კავსაძეს დღეს დაკრძალავენ

01.05.21 10:53
კახი კავსაძეს დღეს დაკრძალავენ

კახი კავსაძეს დღეს დაკრძალავენ. მსახიობს რუსთაველის თეატრიდან დღეს, 14:00 საათზე გამოასვენებენ.კავსაძეს საბურთალოს სასაფლაოზე მისი ცოლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ. 

კახი კავსაძე 27 აპრილს, 85 წლის ასაკში  ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მსახიობი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში,რამდენიმე კვირის განმავლობაში მკურნალობდა.კახი კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდასტურდა.

კახი კავსაძე 1935 წელს დაიბადა. კინოში მისი დებიუტი 1950–იან წლებში შედგა. რუსთაველის თეატრის მსახიობი კი 1959 წლიდან იყო. კახი კავსაძე იყო საქართველოს სახალხო არტისტი და ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი. ის 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმშია გადაღებული.