სააკაშვილის დიაგნოზი დაინვალიდებასა და სიკვდილს იწვევს - ამერიკელი ტოქსიკოლოგი
ამერიკელი ტოქსიკოლოგი სასამართლო პროცესზე პირდაპირ ამბობს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი დაინვალიდებასა და სიკვდილს იწვევს.
დევიდ სმიტი ასევე ამბობს, რომ მძიმე მეტალები, რომელიც სააკაშვილის ორგანიზმშია აღმოჩენილი, სამედიცინო მკურნალობისთვის არ გამოიყენება და ამძიმებებენ ჯანმრთელობის მდგომარეობას.
მას არ მიუღია ადეკვატური მკურნალობა მძიმე მეტალებთან დაკავშირებით. რაც მოიცავს განკურნვის თერაპიას, მძიმე მეტალების გამოტანის მექანიზმს. ასევე დეტოქსიკაცია არ ჩატარებულა იმ წამლებზე, რომლებიც მას სიმპტომების ნიველირებისთვის მიეწოდებოდა“ - თქვა დევიდ სმიტმა.
ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, დემენცია გამოწვეულია სწორედ მძიმე მეტალებით მოწამვლით.