სააკაშვილი მძიმე მეტალებით ციხეში მოიწამლა - დევიდ სმიტი

29.12.22 12:54
სააკაშვილი მძიმე მეტალებით ციხეში მოიწამლა - დევიდ სმიტი

"კლინიკაში გადაყვანისას სააკაშვილი უკვე მოწამლული იყო" - ამის შესახებ ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა დევიდ სმიტმა სასამართლოზე ჩვენების მიცემისას ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის კითხვის საპასუხოდ განაცახადა. 

მისი თქმით, მძიმე მეტალებმა დააზიანა მესამე პრეზიდენტის ორგანიზმი და გამოიწვია კრუნჩხვები.

ჩემი აზრით, სააკაშვილის პირველი ინტოქსიკაცია მარტში მოხდა, ვიდრე მას ვივამედში გადაიყვანდნენ და მოგვიანებით, ამ მძიმე მეტალებმა სხვადასხვა ორგანო დააზიანა. მას სიმპტომები მაშინ ჰქონდა, როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ანუ, ვთვლი, რომ მძიმე მეტალებით დაზიანება მანამდე, ანუ ციხეში მიიღო - აღნიშნა სმიტმა.