მისცემს თუ არა ჩვენებას სასამართლოს ნევროლოგი, რომელსაც სააკაშვილის მოწამვლის ეჭვი პირველს გაუჩნდა
ნევროლოგი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილს მოწამვლაზე ეჭვი პირველად გაუჩნდა და რომელიც დღეს სასამართლოზე ჩვენების მისაცემად არის დაბარებული, სასამართლო სხდომაზე შესაძლოა ვერ გამოცხადდეს.
"პირველებთან" სატელეფონო საუბრისას ექიმმა თქვა, რომ 2 საათით ადრე გაიგო, რომ პროცესზე მოწმის სახით იყო დაბარებული, თუმცა მოახერხებს თუ არა პროცესზე მისვლას, არ იცის.
გაფრთხილებული არ ვიყავი, 2 საათით ადრე გავიგე, რომ მოწმის სახით ვიყავი დაბარებული. ექიმი ვარ, გაწერილი მაქვს მთელი დღე და ვერ დავტოვებ პაციენტებს, ვეცადე, რომ გადამენაწილებია რარაცები, მაგრამ ამ ეტაპისთვის ვერ ვახერხებ.
მთელი დღე გამიცდა მაშინ და არ დავიკითხე, დღესაც შეიძლება იგივე მოხდეს. სასამართლოს თავს არ ვარიდებ, უბრალოდ, ცოტა ადრე შეიძლებოდა გამეგო.
დრეს მაქვს ძალიან სერიოზული დღე სამსახურში. შეიძლება მოვიდე კიდეც სასამართლოში, როგორც იმ დღეს იყო და არ მოხერხდეს ისევ ჩემი დაკითხვა.
უხერხულ მდგომარეობაში მ,აგდებთ, შეიძლება დღეს მე მანდ მოვიდე და ისევ არ დავიკითხო. ვნახოთ, არ ვიცი, ვეცდები, რომ რამენაირად იქნებ დავალაგო“, - ამბობს ექიმი.
ექიმს ცოტა ხანის წინ სასამართლოდან, მოსამართლის მდივანმა დაურეკა და უთხრა, რომ პროცესზე 4-ის ნახევრიდან უნდა გამოცხადეს.
უთხრა თუ არა თანხმობა აბაშიძემ სასამართლოს და მივა თუ არა ჩვენების მისაცემად, ამას ცოტა ხანში გავიგებთ.