წყალდიდობა დიღომში - “ბერი ანდრიას ფონდი” დაიტბორა

01.05.21 11:14
წყალდიდობა დიღომში - “ბერი ანდრიას ფონდი” დაიტბორა

დიდ დიღომში, “ბერი ანდრიას ფონდის” შენობის პირველი სართული სრულად დაიტბორა. შენობაში,სადაც  ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოზარდები იმყოფებიან,წყალი ღამე შევარდა.  წვიმის შედეგად განადგურებულია საკვები პროდუქტები, რომელიც ფონდის ბენეფიციარი,ონკოლოგიური პაციენტებისთვის იყო განკუთვნილი.

მაცივარი გადატრიალდა,ყველაფერი გაფუჭებულია, ბავშვები არიან ონკოლოგიურად დაავადებულები მათი იმუნიტეტი ისედაც დაბალია ამ ბავშვებს ამით ვერ გამოვკვებავ ყველაფერი გადასაყრელი მექნება - ამბობს ფონდის ხელმძღვანელი.