ხომ არ უნდა მოვკლათ ადამიანი?! - გიული ალასანიამ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა
გიული ალასანიამ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
დაპატიმრებული პრეზიდენტის დედამ თქვა, რომ ამერიკაში ახლა დილის 8 საათია, ტოქსიკოლოგს მთელი ღამე გაათენებინეს ჩვენების მიცემაში და სმიტის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე ისაუბრა.
„არ ვიცი ეს განზრხა ხდება ეს, თუ რატომ ხდება. გაუთავებლად გრძელდება ეს დაკითხვა. მე არ ვიცი რამდენი დღე დასჭირდება კიდევ. თუ დასჭირდა რამდენიმე [დღე] მე ვფიქრობ, უნდა შეწყდეს, გადაიდოს და შემდეგ გაგრძელდეს, ხომ არ უნდა მოვკლათ ადამიანი?! ძალიან საჩქაროა და ალბათ ეს განგებ მოხდა, რომ მოიტანეს ახალ წლამდე, რომ მერე კიდევ გაიწელოს“ - განაცხადა გიული ალასანიამ.