მკურნალობას გადიან ქირურგიულ განყოფილებაში - სროლა საოკუპაციო ხაზთან

01.05.21 11:31
მკურნალობას გადიან ქირურგიულ განყოფილებაში - სროლა საოკუპაციო ხაზთან

გუშინ, საოკუპაციო ხაზთან პოლიციის მიერ დაჭრილი მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.ორივე მათგანი მკურნალობას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადის.

მამა-შვილის მდგომარეობა დილისთვის არის დამაკმაყოფილებელი, მამა, რომელიც მკურნალობას გადის ტერფის არეში ნაფლეთი ჭრილობით და თავის ტვინის შერყევით მკურნალობას გადის ნეიროქირურგიულ განყოფილებაში,მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ხოლო შვილი, რომელსაც აღენიშნება სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა გულ-მკერდის არეში, მკურნალობას გადის ქირურგიულ დეპარტამენტში -ამბობს მკურნალი ექიმი.

მამა-შვილი პაპუნა და ბადრი ძანძავები პოლიციამ გამთენიისას დაჭრა. პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მამა-შვილი სპეცოპერაციისას დაჭრეს. ძანძავებს გამოძიება ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანას ედავება. დაშავებულის დედა ამბობს, რომ მის შვილსა და ქმარს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაუხსნეს ცეცხლი. საქმეში ინსპექტორის სამსახურია ჩართული, რომელმაც უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას.

მსგავსი სიახლეები