ამ დღის შემდეგ დამძიმდა სააკაშვილის მდგომარეობა - ნევროლოგი სასამართლო დარბაზში ალაპარაკდა

29.12.22 17:41
ამ დღის შემდეგ დამძიმდა სააკაშვილის მდგომარეობა - ნევროლოგი სასამართლო დარბაზში ალაპარაკდა

ვივა მედის ექიმი მოსამართლის წინაშე ადასტურებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მდგომარეობა 4 ოქტომბერს, მას შემდეგ გაუარესდა, რაც პალატაში მოსამართლე და პროკურორები შევიდნენ. 

განცხადება თამარ აბაშიძემ დაცვის მხარის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის კითხვის შემდეგ გააკეთა: "გაუარესდა თუ არა 4 ოქტომბრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როდესაც მასთან პროკურორები და მოსამართლეები უპირებდნენ პალატაში სასამართლო პროცესის ჩატარებას?"

თამარ აბაშიძემ დაადასტურა, რომ ამ დღის შემდეგ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. 

"დაემართა ფსიქომოტორული აღზნება. ამის შემდეგ საგძნობლად გაუარესდა მისი მდგომარეობა" - თქვა ექიმმა. 

აბაშიძის თქმითვე, სანამ ინცინდენტი მოხდებოდა, სახეზე გაუმჯობესების ნიშნები ნამდვილად იყო: 

გარკვეულ ეტაპზე გვქონდა გაუმჯობესება. დაახლოებით, როდესაც საკვების მიღების პროცესი განახლდა, ეს არ იყო სრულყოფილი მაგრამ იყო უკეთესი ვიდრე არაფერი. იმ პერიოდში იყო გარკვეული გაუმჯობესება ნევროლოგიურადაც, ემოციურადაც, განწყობითაც, ლაბორატორიული მონაცემებიც სტაბილური იყო, შემდგომ უკვე, გარკვეული პერიოდიდან მოხდა ისევ მდგომარეობის შეცვლა. ეს იყო აგვისტოს ბოლოდან, სექტემბრის დასაყისიდან, ისევ წამოვიდა უარყოფითი დინამიკა"- თქვა მედიკოსმა.