მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეში ბრალდებულ ვიოლეტა ინასარიძეს გირაო შეეფარდა

29.12.22 18:06
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეში ბრალდებულ ვიოლეტა ინასარიძეს გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის, გარდაცვალებაში ბრალდებულ ვიოლეტა ინასარიძეს 4 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა, რომელიც მედიკოსმა ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს. 

ბრალდების მხარე ინასარიძითვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა, ადვოკატი კი პროცესზე აცხადებდა, რომ ამის საფუძველი არ არსებობდა. საბოლოოდ მოსამართლემ გირაოს თანხად 4 ათასი ლარი დააწესა.

ვიოლეტა ინასარიძეს პროკურატურამ ბრალი გუშინ დაუმძიმა. მას პაციენტის უმწეო მდგომარეობაში მიტოვებას ედავებიან, რამაც სიკვდილი გამოიწვია. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ინასარიძეს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.