სისხლიანი დაპირისპირება მარნეულში - პირს, რომელმაც მამა და ბაბუა დაჭრა, პროკუტრატურამ ბრალი წაუყენა
სისხლიანი დაპირისპირება მარნეულში - პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადებისა და შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
27 დეკემბერს მარნეულში, ბრალდებულს ოჯახური პრობლემების გამო შეკამათება მოუხდა, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მამას თავის არეში ჭრილობა მიაყენა, ბაბუას კი ზურგის არეში დანა დაარტყა და შემთხვევის ადგილი დატოვა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19, 109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ოჯახის ორი წევრის მიმართ), 236-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, დამზადება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა.