სადაც უკეთესი იქნება, მივესალმები მის იქ გადაყვანას - სააკაშვილის მკურნალი ექიმი

29.12.22 18:40
სადაც უკეთესი იქნება, მივესალმები მის იქ გადაყვანას - სააკაშვილის მკურნალი ექიმი

,,ვივა მედის" ექიმი, ნევროლოგი თამარ აბაშიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს მკურნალობს, მიესალმება მესამე პრეზიდენტის ისეთ კლინიკაში გადაყვანას, სადაც ექსპრეზიდენტი თავს უკეთესად იგრძნობს.

როგორც თამარ აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ნევროლოგიური თვალსაზრისით მიხეილ სააკაშვილს უარყოფითი დინამიკა აქვს.

სხვა დაავადებებზე ვერ გეტყვით, ნერვოლოგიური თვალსაზრისით არის უარყოფითი დინამიკა. მე ვარ ექიმი, რაც გულისხმობს მის ინტერესების დაცვას. 

სადაც უკეთესი იქნება, მივესალმები მის იქ გადაყვანას. სად უნდა გადაიყვანონ, ამ რეკომენდაციის გაცემის უფლება ჩვენ არ გვაქვს - განაცხადა თამარ აბაშიძემ. 

ნევროლოგი თამარ აბაშიძე დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა.