საეკლესიო ყუთი ეჭირა და იმის ჩარტყმით დამემუქრა - ტრანსგენდერი გოგონა მომხდარის დეტალებზე

01.05.21 11:39
საეკლესიო ყუთი ეჭირა და იმის ჩარტყმით დამემუქრა - ტრანსგენდერი გოგონა მომხდარის დეტალებზე

თავდასხმა არასრულწლოვან ტრანსგენდერ გოგონაზე - ტრანსგენდერი გოგონა ტვ პირველთან  ამბობს, რომ ის პეკინის გამზირზე მიდიოდა, როცა თავს 2 უცნობი პირი დაესხა. თავდაპირველად მას სიტყვიერი ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სასტიკად გაუსწორდნენ.

გზაზე, რომ მოვდიოდი შემაგინა და ის მეორე აფთიაქში იყო და მეორეც გამოვიდა, საეკლესიო ყუთი ეჭირა და იმის ჩარტყმით დამემუქრა. ერთმა ჩამარტყა კისერში და ყბის არეში მეორემ წიხლი ჩამარტყა და მერე წიხლებით შემდგნენ და გადამაგდეს. პირველი შემთხვევა არ იყო, ლამის ყოველდღიურობად იქცა ეს", - ამბობს ტრანსგენდერი გოგონა.

შემთხვევა გუშინ მოხდა, 17 წლის ტრანსგენდერ გოგონას თბილისის ცენტრში, უამრავი ადამიანის თვალწინ გაუსწორდნენ. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. 

 

 

მსგავსი სიახლეები