სააკაშვილის მკურნალობის რესურსი კლინიკა ,,ვივა მედში" ამოწურულია - ნევროლოგი თამარ აბაშიძე

29.12.22 19:23
სააკაშვილის მკურნალობის რესურსი კლინიკა ,,ვივა მედში" ამოწურულია - ნევროლოგი თამარ აბაშიძე

ყველაზე არასასურველი  ჩვენება ხელისუფლებისთვის. მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის რესურსი კლინიკა ,,ვივა მედში" ამოწურულია - ნევროლოგმა თამარ აბაშიძემ დღეს მოსამართლეს პრაქტიკულად უთხრა, რომ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ საზღვარგარეთ, რადგან აქ მეტის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია. აბაშიძე ის მედიკოსია, რომელსაც პირველად გაუჩნდა ეჭვი პრეზიდენტის მოწამვლის შესახებ.

თამარ აბაშიძემ  სააკაშვილის წინააღმდეგ ფსიქოლოგიურ ტერორში მოსამართლეები და პროკურორები ამხილა. ექიმი ნევროლოგი დაზუსტებით ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის დამძიმება დაიწყო 4 ოქტომბრიდან, ანუ მას შემდეგ რაც მოსამართლე და პროკურორები მასთან პალატაში შევიდნენ. სწორედ ამ დროს დაკარგა გონება ქვეყნის პრეზიდენტმა. რომ არა ეს ინციდენტი სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებიკენ მიდიოდა-ამტკიცებს ექიმი.

ვრცლად იხილეთ სოფო ნიაურის სიუჟეტი.