გადაარჩინეთ მესამე პრეზიდენტი - სოფო ჯაფარიძის ინიციატივას უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი უერთდება

30.12.22 09:57
გადაარჩინეთ მესამე პრეზიდენტი - სოფო ჯაფარიძის ინიციატივას უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი უერთდება

სოფო ჯაფარიძის ინიციატივას უკრაინაში მებრძოლი ქართელი ჯარისკაცი უერთდება. გიორგი როინიშვილი ვიდეომიმართვას ფრონტის ხაზიდან ავრცელებს და სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარცენას სთხოვს. 

მოგესალმებით უკრაინიდან, ფრონტის ხაზიდან და ვუერთდები სოფო ჯაფარიძის ინიციატივას საქართველოს მესამე პეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენის მიზნით. წარმოგიდგენთ ჩემს წერილობით თხოვნას საქართელოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სახელზე, რომ მან შეიწყალოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. აღნიშნულ თხოვნას ხელს ვაწერ საქართველოს მოქალაქე და უკრაინული შეიარაღაებული ძალების ჯარისკაცი გიორგი როინიშვილი. 29 დეკმბერი. 2022 წელი. გმადლობთ, - ამბობს ჯარისკაცი. 

მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად ენმ-ს წევრმა სოფო ჯაფარიძემ ახალი კამპანია დაიწყო. ექიმები და სამოქალაქო საზოგადოება კარდაკარ დადიან და მოსახლეობას სალომე ზურაბიშვილისთვის დაწერილ წერილებს ართმევენ.