"არც იციან, რომ ეს დოკუმენტი არსებობს" - სააკაშვილის ადვოკატი დღევანდელ პროცესზე მხილების სერიას აანონსებს
დღევანდელი სასამართლო პროცესი პენიტენციური დაწესებულების მხილებით დაიწყება.
ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ "პირველებს" აჩვენა ყველა ის დოკუმენტი, რომელსაც დღეს მოსამართლის წინაშე წარადგენს.
გუშინ სასამართლო სხდომაზე პენიტენციურის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ დევიდ სმიტს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და რომ მიხეილ სააკაშვილს გულყრის ეპიზოდები არ ჰქონია.
ადვოკატის მიერ ნაჩვენები დოკუმენტებით კი ირკვევა, რომ თავად პენიტენციურმა ჩაწერა სააკაშვილის საქმეში, რომ მესამე პრეზიდენტს მინიმუმ სამჯერ ჰქონდა გულყრის ეპიზოდი.
შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ამ დოკუმენტებს დღეს მოსამართლე არევაძეს წარუდგენს და დაამტკიცებს, რომ გუშინ პენიტენციური მოწმის დისკრედიტაციას ცდილობდა.
"არც იციან რომ ეს დოკუმენტი არსებობს. ახლა გაიგებენ თქვენგან პირველად. „ვივა მედის“ ეს გაცემული. კაცი ამბობს გული შემიწუხდა და ამათმა გუზომეს ბარძაყი და მკლავი", - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.