პატივისა და ღირსების შელახვა - შალვა ხაჭაპურიძე ნინო ნადირაძის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს
შალვა ხაჭაპურიძე ნინო ნადირაძის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს.
სააკაშვილის ადვოკატი მოითხოვს, რომ "ვივამედის" დირექტორის ინფორმაციის უარყოფა და კომპესაციის გადახდა დაეკისროს.
ნინო ნადირაძემ უკეთესი იქნება თავის კლინიკას მიხედოს. ელემენტალურად ტუალეტი არ გააჩნია. რაც შეეხება რა განცხადებაც გააკეთა, ამოვიდა ყელში მისი ფსიქო-ემოციურ ფონზე აშლილობები. ამიტომაც, რა თქმა უნდა სარჩელს შევუტანთ პატივი და ღირსებაზე. ჩვენი მოთხოვნა იქნება უარყოს ეს გავრცელებული ფაქტები და ასევე მოვითხოვთ თანხის დაკისრებას“, - ტქვა შალვა ხაჭაპურიძემ.
,,ვივა მედის" დირექტორმა სოციალურ ქსელში პრეზიდენტის ადვოკატი ნარკოდამოკიდებულად გამოაცხადა. ამ შინაარსის პოსტი ნინო ნადირაძემ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც შალვა ხაჭაპურიძემ მისი კლინიკა უხარისხო სერვისების მიწოდებაში დაადანაშაულა.