პოლიციელების მიერ ნაცემი მამაკაცი პატიმრობიდან გაათავისუფლეს - ოჯახი სამართალდამცველების დასჯას ითხოვს

30.12.22 11:42
პოლიციელების მიერ ნაცემი მამაკაცი პატიმრობიდან გაათავისუფლეს - ოჯახი სამართალდამცველების დასჯას ითხოვს

"ტვ პირველის" კიდევ ერთი ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება, ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე,  ციხიდან კიდევ ერთი უკანონო პატიმრის გათავისუფლების საფუძველი გახდა.

მამაკაცი, რომელიც პოლიციელებმა სცემეს და სასაფლაოებზე დაამცირეს, შემდეგ კი იქით დააკავეს, მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. თუმცა, ახლა ოჯახი იმ  სავარაუდო მოძალადე პოლიცილების დასჯას ითხოვს, ვინც ზურა ხვადაგაძე სახლიდან გაიყვანა და ძალადობის ღამე მოუწყო.

„კმაყოფილი ვარ. ჩემი შვილი გარეთ გამოვიდა, მაგრამ ერთი რაღაც არის. დღევანდელი პროცესით კიდევ დამტკიცდა, რომ პოლიცილებეი არიან დამნაშავეები, მე აუცილებლად გავაგრძელებ ამ პოლიციელების დასჯისთვის. ამ 6 თცვეს, ჩემი და ჩემი ოჯახის წამების, არავის არ შევარჩენ“, - ამბობს ზურა ხვადაგაძის დედა.

ძალადობიდან დიდი დრო გავიდა, თუმცა ამ დრომდე ორივე სამართალდამცველი გორის პოლიციაში მაღალ თანამდებობს იკავებენ.

ბაჩანა ქურასბედიანისა და ლუკა ბეთლემიძის თანამდებობაზე დარჩენის შესახებ დასმულმა კითხვამ გორის რაიონულ პოლიციაში გაღიზიანება გამოიწვია და "პირველების" გადამღებ ჯგუფს ძალით დაატოვებინეს სამმართველო.

საქმეზე მოკვლევა უშედეგოდ მიმდინარეობს სპეციალურ საგამოძებო სამსახურშიც.