უკრაინის საელჩომ "ტვ პირველი" დააჯილდოვა

30.12.22 12:31
უკრაინის საელჩომ "ტვ პირველი" დააჯილდოვა

უკრაინის საელჩომ "ტვ პირველი" დააჯილდოვა. სამადლობელო სიგელში წერია, რომ ტელევიზიამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან უკრაინელი ხალხის მიმართ დიდი ჰუმანურობისა და სამართლიანობის მაგალითი აჩვენა.

როდესაც რუსები აგრძელებენ უკრაინაში გენოციდს, თქვენი პირადი წვლილი ამ საქმეში არის ჰუმანურობის, ადამიანური სიკეთის, სოლიდარობის, მძლავრი სამოქალაქო პოზიციის უმაღლესი გამოვლინება და ქართველი და უკრაინელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ძმური ურთიერთობის ნამდვილი დადასტურება", - წერია უკრაინის საელჩოს სამადლობელო წერილში.