თბილისში სუს-ის განყოფილებასთან სალონი გაქურდეს - ამოღებულია კამერის ჩანაწერები (ვიდეო)

30.12.22 12:35
თბილისში სუს-ის განყოფილებასთან სალონი გაქურდეს - ამოღებულია კამერის ჩანაწერები (ვიდეო)

ესთეტიკის ცენტრი "გენეზისი" დააყაჩაღეს. შემთხვევა დაახლოებით დილის 5 საათზე მოხდა.

ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმდებები მიმდინარეობს: ობიექტიდან იღებენ ნიმუშებს, პოლიციელებს მიყვანილი ჰყავთ ძაღლი, ამოღებულია კამერის ჩანაწერები.  

უსაფრთხოების კამარების მიერ გაკეთებულ ჩანაწერებს, რომელშიც კარგად ჩანან თავად მძარცველები, ამ წუთებში გამომძიებლები სწავლობენ. მძარცველებს ქუჩაში ელოდებოდა ავტომობილიც. 

ქურდობა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მთავარი ოფისიდან და პოლიციის რაიონული განყოფილებიდან რამდენიმე მეტრში, ვაჟა-ფშაველაზე მოხდა.

დანაშაულიდან დააახლოებით 7 საათზე მეტი გავიდა, მაგრამ პოლიციელება თავდამსხმელების კვალზე გასვლა ვერ მოახერხეს. მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.