"შეიწყალეთ მიხეილ სააკაშვილი" - სოფო ჯაფარიძემ ორბელიანების სასახლეში მოქალაქეების წერილები მიიტანა

30.12.22 15:52
"შეიწყალეთ მიხეილ სააკაშვილი" - სოფო ჯაფარიძემ ორბელიანების სასახლეში მოქალაქეების წერილები მიიტანა

ემიგრანტები, სასულიერო პირები, უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროები და საოკუაციო ხაზს მიღმა ჩარჩენილი ხალხი - წერილების მთელი დასტა ორბელიანების სასახლეში ამ წუთებში შეაქვთ. ადამიანები პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვენ. 

ადგილზე იმყოფება ე.წ. " კაბელების საქმის" მოსამართლე დავით ჯუღელიც.

კამპანიის ინიციატორი და საკრებულოს წევრის ფოსო ჯაფარიძე ამბობს, რომ პრეზდენტის ადმინისტრაციაში  ათასობით წერილი და ხელმოწერა მიიტანა. მისი თქმით, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის იდეამ ძალიან ბევრი განსხვავებული პოლიტიკური შეხედეულებების მქონე ადამიანები გააერთაიანა. 

მცდელობას, ვფიქრობ, რომ ყოველთვის აქვს აზრი. მე მჯერა, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამოიჩენს ჰუმანურობას და არ დაუშვებს ადამიანის სიკვდილს და მე მჯერა, რომ შეიწყალებს, მოვიტანეთ უმრავი ხელმოწერა, მოვიტანე ასევე ჩემი წერილიდა ვნახოთ, დაველოდოთ... კამპანია გრძელდებ და 6 იანვარს უკვე მთელ ჩვენს გუნდტან ერთად შემოვიტანთ უკვე დანარჩენ წერილებს საქართელოდან. ხელმოწერილები და წერილები არის როგორც ელექტრონული, ასევე ფიზიკურად რაც მოვიტანეთ. ძალიან ბევრი წერილია, თითო წერილს ათი, ოცი, ოცდაათი და კიდევ მეტი ადამიანი აწერს ხელს და  არის ათასობით წერილი და ხელმოწერა. როგორც უკვე გითხარით. უპრეცენდეტო ერთობნა გამოიწვია ამ კამპანიამ. წარმოუდგენელი მოხდა ის, რომ ძალიან ბევრი სრულიად განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის მქონე ადამიანიც კი გააერთიანა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენამ და ქვეყნის მომავლის და და რეპუტაციის გადარჩენამ, - თქვა ჯაფარიძემ. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად ენმ-ს წევრმა სოფო ჯაფარიძემ ახალი კამპანია დაიწყო. ექიმები და სამოქალაქო საზოგადოება კარდაკარ დადიან და მოსახლეობას სალომე ზურაბიშვილისთვის დაწერილ წერილებს ართმევენ.