რაც თქვა ნევროლოგმა სასამართლოზე, რეალობაა - ზურაბ ჩხაიძე მზადაა, ჩვენება თავადაც მისცეს

30.12.22 15:22
რაც თქვა ნევროლოგმა სასამართლოზე, რეალობაა - ზურაბ ჩხაიძე მზადაა, ჩვენება თავადაც მისცეს

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ გუშინ სასამართლო პროცესზე ნევროლოგმა თამარ აბაშიძემ რეალობა ილაპარაკა და სრულად ეთანხმება მის ჩვენებას. 

მეტიც, ჩხაძემ მზაობა გამოთქვა, რომ მივიდეს სასამართლოში და ჩვენება მისცეს.

კლინიკურმა დირექტორმა ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილთან მნახველების შეზღუდვებზეც.

"ყველამ მოისმინეთ, თუ რა თქვა ნევროლოგმა, რაც განაცხადა ექიმმა ის არის რეალობა. 
რაც შეეხება შეზღუდვებს, შეზღუდვებია რის ზოგადად კლინიკაში დაწესებული, რადგან ვირუსული ინფექციების რაოდენობა მკვეთრად მომატებულია. მხოლოდ და მხოლოდ პაციენტების უსაფრთოების მიზნით არის ეს შეზღუდვები", - თქვა ჩხაიძემ.