საიდუმლო კვლევები სააკაშვილის საქმეში - ლიმბახის ლაბორატორიაში მესამე პრეზიდენტის ანალიზებია ჩანიშნული

30.12.22 15:35
საიდუმლო კვლევები სააკაშვილის საქმეში - ლიმბახის ლაბორატორიაში მესამე პრეზიდენტის ანალიზებია ჩანიშნული

საიდუმლო კვლევები სააკაშვილის საქმეში. შალვა ხაჭაპურიძის ამბობს, რომ  ლიმბახის ლაბორატორიაში მესამე პრეზიდენტის  ანალიზებია ჩანიშნული. თუმცა ეს ფაქტი უფლებადამცველს ბევრ კითხვის ნიშნებს უჩენს.

ხაჭაპურიძის თქმით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ კვლევებს ხელისუფლება სააკშვილის წინააღმდეგ გამოიყენებს და ეცდებიან დაამტკიცონ, თითქოს სააკაშვილს სიცხეები ტუბერკულიოზის გამო აქვს. რაც შეეხება გუშინდელ სხდომაზე გამოკითხულ "ვივა მედის" მედიკოსს, ადვოკატი ამბობს, რომ თამარ აბაშიძემ ერთ დღეში "ოცნების" პროპაგანდა ჩამოანგრია.

ეს არის წვრიოლმანი რეპრესიული ზომები და ფიქრობენ, რომ ამით გატეხენ მას. და მეორე, ლიმბახის ლაბორატორიშია რაღაც ანალიზები დანიშნული. ჩვენ დღეს მოგვივიდა პასუხები, რომ წარმოადგინეთ სააკაშვილის ნებართვაო და მე დღეს წარვადგენ. თვითონ „ვივამედს“ აქვს დანიშნული და არ გამოვრიცხავთ, რომ შეიქმნა რაიმე ლაბორატორიული კვლევები, რომლითაც იტყვიან, რომ 38 სიცხე მაქვს მას იმიტომ, რომ თურმე ტუპერკულიოზი ჰქონია ფარულიო. საქართველოში ტარდება ეს კვლევა, ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია და ამას პრევენციის მიზნით ვაკეთებ, ამიტომ, იმედი მაქვს, ამ განცხადების მერე, ვინც ეს სპეცოპერაცია დაგეგმა, თავს შეიკავებენ.
დეპუტატების არშეშვებას რაც შეეხება, ეს სპეციალურად კეთდება. იზოლიაციაში რომ მოახვედრებენ, მერე თქვან, რომ ჩვენ გაგვაჩნდა ინფორმაცია, რომ მისგან რაიმე ინფექცია გადმოგდებოდათო. სააკაშვილი მეთანხმება იმ პოზიციაში, რომ ფაქტობრივად ქალბატონ აბაშიძის დაკითხვამ მთლიანად დაანგრია ხელისუფლების მესიჯბოსქსი იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი არის სიმულიანტი“, - ამბობს ხაჭაპურიძე.