ძარცვა სუსის კართან - ვაჟა ფშაველას გამზირზე ესთეტიკის ცენტრი გაქურდეს

30.12.22 19:13
ძარცვა სუსის კართან - ვაჟა ფშაველას გამზირზე ესთეტიკის ცენტრი გაქურდეს

ძარცვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კართან - ვაჟა-ფაშაველას გამზირზე გამთენიას ესთეტიკის ცენტრი ,,გენეზისი" გაქურდეს. წაღებულია  11 ათასი ლარი.  

ირკვევა, რომ ორმა ნიღბიანმა კარის საკეტი გატეხა  და შენობაში ისე შევიდა. ამ დროს ცენტრის  მფლობელი ადგილზე იყო, თუმცა არაფერი გაუგია.    

ძარცველებს ქუჩაში  ავტომობილით ელოდებოდათ კიდევ ერთი თანამზრახველი. მათ მანქანაში ნაქურდალი ჩადეს და გაიქცნენ.  

ეს არ არის  ძარცვის პირველი შემთხვევა ამ ტერიტორიაზე.  ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ზუსტად იგივე პერიმეტრზე,  ცოტა ხნის წინ  ორი მაღაზიაც გაქურდეს.

ვრცლად იხილეთ სოფო ნიაურის სიუჟეტი.