ინდაური 170, გოჭი - 300, ნიგოზი - 45 ლარი - საახალწლო ნობათის საყიდლად წასულები შინ ხელცარიელი ბრუნდებიან
საახალწლო ნობათის საყიდლად მისული ადამიანები სახლში ხელცარიელები ბრუნდებიან. ინდაური 170 ლარი, გოჭი 300, ნიგოზი ერთი კილოგრამი 45 ლარი- ეს მცირე ჩამონათვალია იმ პროდუქტებიდან, რომლის ფასი წელს რეკორდულად მაღალია.
გაძვირებულია ყველაფერი, მათ შორის ბოსტნეული, ხილი, ტკბილეული და პურ-პროდუქტებიც. ეს ინფლაციის მძიმე შედეგია, რომლის პროგნოზირებაც წლის დასაწყისში უკვე შესაძლებელი იყო.
,,პირველებმა" ჩაწერა ის ადამიანები, ვისი სუფრა 31 დეკემებრის ღამეს ფაქტობრივად ცარიელი იქნება.
უფრო ვრცლად იხილეთ ანა მდივანის სიუჟეტი.