25 შემთხვევა ბოლო 24 საათში - ,,დამწვრობის ცენტრი" საგანგებო რეჟიმზე გადავიდა
25 შემთხვევვა მხოლოდ ბოლო 24 საათში. ,,დამწვრობის ცენტრი" უკვე საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. რაც უფრო ახლოვდება ახალი წელი, მით უფრო მატულობს პიროტექნიკით დაზარალებულებთა რაოდენობა.
საბედნიეროდ პაციენტებს მსუბუქი დაზიანებები ჰქონდათ, თუმცა გასული წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, 31 დეკემბერსა და პირველ იანვარს მიმართვიანობა კლინიკაში გაიზრდება. მათ შორის არასრულწლოვანების.
ერთადერთი გამოსავალი პიროტექნიკაზე უარის თქმაა. ,,დამწვრობის ცენტრის" ხელმძღვანელი განმარტავს, რომ წესების სრული დაცვის შემთხვევაშიც კი არ არსებობს გარანტია, რომ სერიოზულ დაზიანებას თავიდან ავიცილებთ.
უფრო ვრცლად იხილეთ საბა სიჭინავას სიუჟეტი.