"რა გითხრათ, რით გაგახაროთ" - აქცია მთავრობის კანცელარიასთან

31.12.22 11:02
"რა გითხრათ, რით გაგახაროთ" - აქცია მთავრობის კანცელარიასთან

"რა გითხრათ, რით გაგახაროთ", - ამ მოწოდებით ირაკლი ღარიბაშვილის სამსახურთან წლის ბოლო დღეს, აქცია იმართება. რა მოგვცა 2022-მა და რას ველოდებით 2023-ში - ეს არის იმ მოქალაქეების მთავარი სათქმელი, რომლებმაც გადაწყვიტეს და 31 დეკემრის დილა მთავრობის ადმინისტრაციასთან პროტესტით დაიწყეს.

მათ ადგილზე "ოცნების" ლიდერების გამოსახულებით და მათი წლის ფრაზებით ფოტოსურათები მიიტანეს.

თავისუფლების ინსტიტუტი, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება და ტაბულა - ამ წუთებში კანცელარიასთან აქციის ორგანიზატორები იკრიბებიან.

მათი მოთხოვნაა, რომ შეიცვალოს ხელისუფლება, რომელიც  ანტიდასავლური პოლიტიკას ატარებს.
 

ჩვენი ხელისუფლება მტერს და მოყვარეს ვერ არჩევს ერთმანეთისგან. ქართული ხალხია ის ვინც ამ რეჟიმს დაგვამარცხებინებს. ქართულმა საზოგადოებამ უნდა დაიჯეროს რომ უკეთესს იმსახურებს.
ნუ დაუყრით მარგალიტებს ღორებს, ხალხნო, თქვენ უკეთესს იმსახურებთ“, - ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი