მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი შესრულდა
მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი შესრულდა. აღდგომის ტაძარში იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი თეოფილე III კუვუკლიაში შევიდა და იქიდან ალმოდებული სანთლები გამოიტანა.
2020 წლის რიტუალისგან განხავებით, იერუსალიმის ქრისტეს აღდგომის ტაძარში წელს მრევლი შეიკრიბა, თუმცა რიტუალს მხოლოდ ის ადამიანები ესწრებიან, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვთ გაკეთებული.