სამი დიდი სცენა და გრანდიოზული კონცერტი - 2022 წლის ბოლო წამებს დედაქალაქში ევროპის მოედანზე აითვლიან
9 საათი ახალ წლამდე. ქვეყანაში დიდი სამზადისია. განსაკუთრებულად ემზადებიან დედაქალაქში. მთელი დღის და ღამის განმავლობში თბილისის ქუჩებში საახალწლო ღონისძიებები იმართება. ემზადებიან გალა კონცერტისთვისაც.
2022 წლის ბოლო წამებს ამ საღამოს ევროპის მოედანზე აითვლიან. თუ გადაწყვეტილი გაქვთ რომ ახალ წელს თბილისის ცენტრალურ გამზირზე შეხვდეთ, მაშინ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ იქნება სამი დიდი სცენა, სადაც ქართველი მომღერლები ყველასთვის ნაცნობ სიმღერებს შეასრულებენ.
"პირველების" მკითხველისა და მაყურებლისთვის ექსკლუზიურად ვიტყვით, რომ დიდ სცენაზე გენიალური ნანი ბრეგვაძე და ნიკოლოზ რაჭველი წარსდგებიან.
"ბოლო შტრიხებს ვამატებთ. დღეს საღამოს საოცარი შემსრულებლები გელით, ყველა ჟანრის შემსრულებლები იქნებიან. ასევე არიან საცაცარი წარმომადგენლები არიან მსოფლიოდან ჩამოსულები", - ამბობს ბასა ფოცხიშვილი.