"გოჭისა და ინდაურის ფული სად მაქვს" - ახალ წლამდე რამდენიმე საათით ადრე თბილისის ბაზრებს ცეცხლის ფასი აქვს

31.12.22 15:18
"გოჭისა და ინდაურის ფული სად მაქვს" - ახალ წლამდე რამდენიმე საათით ადრე თბილისის ბაზრებს ცეცხლის ფასი აქვს

და რა ხდება ახალ წლამდე რამდენიმე საათით ადრე თბილისის ბაზრებში. ფასები წინა დღეებთან შედარებით კატასტროფულად მომატებულია. ერთი ინდაურის ფასი დღეს უკვე 200 ლარის ფარგლებში მერყეობს.

200 დან 250 ლარამდე ჯდება გოჭი. ბაზარში მისული გაჭირვებული ხალხი გაოცებულია. ამოვაჭრეეები სპეციალურად ამ დღისთვისსს საქართველოს სხვადასხვბა რეგიონიდან ჩამოვიდნენ. არის ბევრი პროდუქტი, დახლები გადავსებულია, მაგრამ მყიდველი მაინც ცარიელი ჩანთებით დადის, რადგან მათი ჯიბე გაზრდილ ფასებს ვეღარ ეწევა. 

"გოჭისა და ინდაურის ფული სად მაქვს, სამ ბავშვს ვინახავ, რა დროს გოჭი და ინდაურია. ძვირია ყველაფერი, აგერ ხილია ჩემი ნაყიდი ამ პატარა პარკში, მეტი არ შემიძლია", - ამბობს ქალბატონი