რამდენიმე საათში საქართველოში ახალი წელი დადგება - რითი დაამახსოვრდება ხალხს 2022 წელი

31.12.22 17:19
რამდენიმე საათში საქართველოში ახალი წელი დადგება - რითი დაამახსოვრდება ხალხს 2022 წელი

რამდენიმე საათში ახალი წელი დადგება, თუმცა მანამდე, რით დაგვამახსოვრდა 2022.

ომი უკრაინაში და რუსული სამხედრო დანაშაულის დაუსრულებელი სერიები, რომელიც ახლაც გრძელდება. 

ხელიდან გაშვებული შანსები საქართველოში - ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. 

პატიმრობის ორი წლის თავზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საკუთარი ფეხით კლინიკაში შევიდა, დღეს დამოუკიდებლად  ვეღარ გადაადგილდება. 

"ქართული ოცნების" ღია ბრძოლა კრიტიკულ მედიასთან, რეპრესიები და "მთავარი არხის" დაპატიმრებული დირექტორი ნიკა გვარამია. 

კრიტიკული რეზოლუციები ევროპიდან. პირველად მოვისმინეთ  სიტყვები "დებიძინიზაცია" და "დეივანიშვილიზაცია".

დაწესებული შეზღუდვები ივანიშვილის გარემოცვისთვის და ჩანაწერი ევროპიდან - ოლიგარქიი ივანიშვილი.

პუტინის  გამოცხადებული მობილიზაცია და საქართველო, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების თავ-შესაფრად იქცა.

ვნახეთ პოლიტკური გაყრაც.

იყო დაპირისპირებაც და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების უშვერი სიტყვებით ლანძღვა ხელისუფლების მხრიდან. 

როგორ დაამახსოვრდება ხალხს 2022 წელი, ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟი.