2022 წლის კურიოზები, რომლებიც "პირველებში" მოხვდა (ვიდეო)

31.12.22 20:14
2022 წლის კურიოზები, რომლებიც "პირველებში" მოხვდა (ვიდეო)

კადრები, რომელიც ყველა წინასაახალწლო ეთერის განუყოფელი ნაწილია. ამ კადრებს მთელი წლის განმავლობაში ჩვენი ჟურნალისტები ინახავენ მხოლოდ იმიტომ, რომ 31 დეკემბრის "პირველებში" მოხვდეს. ხშირად არც თავად იციან და არც რესპოდენტებმა, რომ კამერა ჩართულია და ის რაც ყოველდღიურ გამოშვებებში ეთერში არ ხვდება, არქივდება მხოლოდ ერთი დღისთვის. 

2022 წელიც დატვირთული იყო პოლიტიკოსების და ჟურნალისტების კურიოზებით. არც ერთმა რესპოდენტმა არ იცის, ან არ ახსოვს, რა შეიძლებოდა მოხვედრილიყო წლის კურიოზებში, ამიტომ ახლა ამ რეპორტაჟის მთავარი გმირებიც პირველად ნახავენ თავის თავს განსხვავებულ ამპლუაში. სახალისო კადრები, რომლებიც "პირველების" არქივმა შემოინახა  საკმაოდ ბევრია ამიტომ ჩვენ ორ ნაწილად შემოგთავაზებთ.