ჩურჩხელა, გოზინაყი და ავტომატი - ასე ხვდებიან ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილში ქართველი ჯარისკაცები ახალ წელს

31.12.22 20:45
ჩურჩხელა, გოზინაყი და ავტომატი - ასე ხვდებიან ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილში ქართველი ჯარისკაცები ახალ წელს

ახალი წლის დადგომას ელოდებიან უკრაინაშიც, თუმცა ომში მყოფ ქვეყანაში ყველაზე გასხვავებული ახალი წელი იქნება. არ არის გამორიცხული, ახალ წელსაც კიევსა და სხვა ქალაქებში ისევ რუსული ბომბების აფეთქებების ხმა ისმოდეს. ამიტომ მოსახლეობა გაფრთხილებულია, რომ მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ და ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში თავშესაფრებში გადავიდნენ. ყველაზე რთული ახალი წელი კი, რა თქმა უნდა, იმ მებრძოლებისთვის არის, რომელიც ამ წუთებშიც ფრონტის ხაზზეა. 

ბახმუტი ამ დრომდე ყველაზე ცხელი წერტილია. ნანგრევებად ქცეულ ქალაქს უკრაინელებთან ერთად ქართველი მებრძოლები იცავენ. 4 ათასი ქართველი ჯარისკაცი უკვე ათი თვეა ოკუპანტის წინააღმდეგ იბრძვის. 31 დეკემბრის ღამესაც შეტევები არ წყდება, ამიტომ ახალი წელი ფრონტის ხაზზე სიმბოლურია. მილოცვებს ოჯახებიდან ტელეფონით იღებენ. მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილშიც ქართული  სასახალწლო სუფრის მთავარი ატრიბუტი არ ავიწყდებათ. სახელდახელო სუფრა რა თქმა უნდა   გოზინაყით და ჩურჩხელთ არის გაწყობილი.

ახალი წელი ფრონტის ხაზზე - ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.