როგორ ემზადება ნიუ-იორკი ახალი წლის შესახევდრად - ემიგრანტი ქართველები სურვილებს რამდენიმე საათში ჩაიფიქრებენ

31.12.22 20:54
როგორ ემზადება ნიუ-იორკი ახალი წლის შესახევდრად - ემიგრანტი ქართველები სურვილებს რამდენიმე საათში ჩაიფიქრებენ

2022 წელმა თავი იმითაც დაგვამახსოვრა, რომ წელს საქართვეოდან რეკორდულმა რაოდენობამ გადაწყვიტა შეერთებულ შტატებში წასვლა. უმეტეს შემთხვევაში ქართველ ემიგრანტებს უმძიმესი გზის გავლა უწევთ ჯერ ამერიკაში მოსახვედრად, შემდეგ კი იქ დასამკვიდრებლად. მათ შორის არიან წარმატებული ქართველებიც, რომლებმაც ამერიკაში აღიარებაც მოიპოვეს და პოპულარობაც, თუმცა საქ-ოში დაბრუნება მათი ყველაზე დიდი სურვილია. 

სურვილებს ემიგრანტი ქართველები რამდენიმე საათში ჩაიფიქრებენ. მსოფლიოს დედაქლაქი ახალი წლის შესახვედრად ემზადება. ნიუ-იორკს თავისი საახალწლო ტრადიციები აქვს, რომელსაც წლიდან წლამდე არ ღალატობს. ყველა ელოდება ბროლის ბურთის დაშვებას, რომელიც ერთ-ერთი მთავარი სანახაობაა სადღესასწაულო ღამეს. შეკრების მთავარი ადგილი თაიმ სქვერია, სადაც 13 გრადუსიანი ყინვის მიუხედავად ათიათასობით ადამიანი 2022 წლის ბოლო წამებს ერთად აითვლის. 

როგორ ემზადება ნიუ იორკი ახალი წლის შესახევდრად  -  ნახეთ, ალექსი მეგრელიშვილის რეპორტაჟი.