"ახალი წელი შემოდის და ჩემი შვილი არის ძალიან იმედიანად" - გიული ალასანია

31.12.22 20:33
"ახალი წელი შემოდის და ჩემი შვილი არის ძალიან იმედიანად" - გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილი ახალ 2023 წელს იმედიანად ხვდება. ეს ინფრომაცია "ვივა მედიდან" დაპატიმრებული პრეზიდენტის დედამ გამოიტანა.

გიული ალასანიამ ასევე ისაუბრა შვილიშვილებზეც და თქვა, რომ ელის მარია სააკაშვილის ალაპარაკება ძალიან საშიში იარაღია მიხეილ სააკაშვილის ხელში.

"ახალი წელი შემოდის და ჩემი შვილი არის ძალიან იმედიანად. მიაჩნია, რომ უკრაინის გამარჯვება სრულიად ახალ ფურცელს გადაშლის მსოფლიო ისტორიაში. ის ასევე ეთანხმება გიორგი მარგველაშვილს რომ მისი ნელი წამებით სიკვდილი გადაწყვეტა „ოცნებამ“.  რომ ვხედავ რომ ასეთი განწყობით არის, მეც იმედი მეძლევა ახალი წლეი მოდის და რაღაცას მოგვიტანს კარგს. რაც შეეხება შვილებს, ედუარდი საშიში აღმოჩნდა, ის ალაპარაკდა. ასევე ალისკა, მიშა მინდაო იძახის, ეს უკვე ძალიან საშიში იარაღია მიშიკოს ხელში“, - ამბობს გიული ალასანია.