ნიკა გვარამიას დამდეგ დღესასაწაულს მისი მეგობრები და ოჯახის წევრები ციხის ფანჯრებთან მიულოცავენ

31.12.22 20:52
ნიკა გვარამიას დამდეგ დღესასაწაულს მისი მეგობრები და ოჯახის წევრები ციხის ფანჯრებთან მიულოცავენ

"ოცნების" კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი პირველად ახალ წელს რუსთავის ციხეში ხვდება. 

ნიკა გვარამიას დამდეგ დღესასაწაულს მისი მეგობრები და ოჯახის წევრები ციხის ფანჯრებთან მიულოცავენ. მე- 12 სასჯელარსრულების დაწესებულებასთან უკვე მივიდა ხატია დეკანოიძე, ნაციონალური მოძრაობის  ერთ-ერთი ლიდერი და ნიკა გვარამიას მეგობარი. 

"დღეს ძალიან ბევრს ვფიქრობდი ნიკაზე და მომინდა, რომ აქედან მიმელოცა მისთვის ახალი წელი. ძალიან მძმე წელი იყო ყველასთვის ჩვენთვის. არ ვიცით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობსი შედეგები, არ ვიცით თავისუფლებაზე როდის იქნება. ნიკა გვარამიას ოჯახისთვის და მეგობრებისთვის ასევე ძალიან მძიმე იყო. ამიტომ მინდა, რომ სიმბოლურად სწორედ აქედან მივულოცო ნიკასაც და მიშასაც", - ამბობს ხატია დეკანოიძე.