2023 წელს ნიკა გვარამია პატიმრობაში შეხვდა - მედიამენეჯერი ახლობლებმა ქუჩიდან გაამხნევეს
2023 წელს ნიკა გვარამია პატიმრობაში შეხვდა. "მთავარი არხის" დირექტორის გასამხნევებლად რუსთავის ციხესთან მისი მეგობრები შეიკრიბნენ.
"ოცნების" კიდევ ერთ პატიმარს ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ახალი წელი ქუჩიდან მოულოცეს. სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან იმყოფებოდა ენმ-ს ლიდერი ხატია დეკანოიძეც.
მძიმე წელი იყო და რატომღაც, ახლა, ეს არაფერს ნიშნავს ალბათ, მაგრამ მინდა, რომ აქედან მივულოცო მიშასაც, ნიკასაც და ნიკას ახლა, ვინადაიან აქ ვარ, რუსთავში და ვფიქრობ, რომ მომავალი წელი უნდა იყოს, პირველ რიგში, უკრაინის გამარჯვების წელი, მომავალი წელი უნდა იყოს პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულების წელი და ესეც სიმბოლურადაც, მართლა, რუთავის ციხეში, სადაც ბევრი ოპოზიციუირ პატიმარი ყოფილა და პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოხატული ადგილი იყო, სადაც დაპატიმრებული ადამიანები პოლიტიკურ პოზიციებს წარმოადგენდნენ, რომელიც არ მოსწონს ხელისუფლებას, ამიტომ ვფიქრობ, რომ სიმბოლურია, - თქვა დეკანოიძემ.