"გვახსოვს და ვაფასებთ" - ახალი წლის დადგომამდე ოპოზიციის წევრები გმირთა მემორიალთან მივიდნენ
ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე თბილისში გმირთა მემორიალთან პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები მივიდნენ. საუბარია "დროას", "სტრატეგია აღმაშენებლის" და "გორჩი - მეტი თავისუფლების" წარმომადგენლებზე. ადგილზე იმყოფებოდნენ ვაჯა გაფრინდაშვილი, აკია ბარბაქაძედა გედევან ფოფხაძეც.
ამ ფორმით მათ პატივი მიაგეს რუსეთთან ომში დაღუპულ ქართველ გმირებს და ასევე, საახალწლოდ საზოგადოებასაც მიმართეს.
ეს ადგილი, ჩვენი გმირები, უკრაინელები არის ის, რამაც განსაზღვრა 20.22 და 20.23. 20.22-ში ეს ადამიანები დაიღუპნენ იმპერიასთან ბრძოლაში იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს მშვიდობა, - თქვა ელენე ხოშტარიამ.