1 იანვრიდან ავტომობილების სანომრე ნიშნების გაცემის საფასური გაიზარდა

01.01.23 21:20
1 იანვრიდან ავტომობილების სანომრე ნიშნების გაცემის საფასური გაიზარდა

ახალ წელს ქვეყანა გაძვირებული სერვისებით ხვდება. დღეიდან სანომრე ნიშნის გაცემის საფასური გაიზარდა. გაძვირდა ავტომობილების რეგისტრაციის მოწმობის აღებაც. ახალი ფასი 35 ლარის ნაცვლად 100 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება სანომრე ნიშნებს, თუ აქამდე ერთი წყვილის გაცემა 35 ლარი ჯდებოდა, დღეიდან მისი ღირებულობა 80 ლარამდე იზრდება.

ასევე, 80 ლარი ჯდება დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნების აღდგენაც.