ახალგორიდან თბილისისკენ სამკურნალოდ ადმოყვანილი 1,5 წლის ბავშვი გზაში გარდაიცვალა
ახალგორიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე გარდაიცვალა მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც მშობლებს სამკურნალოდ მოჰყავდათ. როგორც ახალგორელმა აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა უთხრა "ეხო კავკაზას", ბავშვი ავად რამდენიმე დღის წინ გახდა და სამედიცინო დაეხმარება ადგილობრივ საავადმყოფოში გაეწია, პარალელურად კი მიმდინარეობდა მზადება მისთვის კვალიფიციური სამედიცინო სერვისის გაწევის მიზნით თბილისში გადმოყვანაზე.
მეარაყიშვილის თქმით, ბავშვის პირობით საზღვარზე გადმოყვანის ნებართვის მიღება დაბადების მოწმობის არქონის გამო გაჭიანურდა. საბოლოოდ მშობლებმა მოზარდი მოსაბრუნის, იგივე რაზდახანის გამშვები პუნქტის გავლით გადმოიყვანეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
წყარო: radiotavisupleba.ge