31 დეკემბრის ღამეს პიროტექნიკით ისევ ბევრი ადამიანი დაშავდა - ისროდნენ იარაღიდანაც
წინა წლიების მსგავსად 31 დეკემბრის ღამეს პიროტექნიკით ისევ ბევრი ადამიანი დაშავდა. ოფიციალურ სტატისტიკას ჯანდაცვის სამინისტრო არ ავრცელებს. უწყებაში "პირველებს" განუცხადეს, რომ დაშვაბულების რაოდენობას ორ დღეში გააჯაროვებენ. ამის მიუხედავად, დაზარალებულების რაოდენობა რომ ცოტა არ არის, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებიც ცხადყოფს.
ირკვევა, რომ პიროტექნიკის გარდა ადამიანები ცეცლხსასროლ იარაღსაც ისვრიან, ოღონდ ისე, რომ სხვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან. "ფეისბუქზე" ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ სახლში დაბრუნებულმა კედლებზე ტყვიის კვალი აღმოაჩინა, იარაღის ტყვია კი სახლის იატაკზე ეგდო.
საბედნიეროდ, ამ დროს ბინაში არავინ იმყოფებოდა. მოქალაქემ მომხდარი პოლიციას უკვე შეატყობინა.
რამდენია დაშვაბული და რას ამბობენ ექიმები უფრო ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.