საახალწლო სოფელში დილიდან ხალხმრავლობაა - რა ხდება ორბელიანების მოედანზე

02.01.23 20:37
საახალწლო სოფელში დილიდან ხალხმრავლობაა - რა ხდება ორბელიანების მოედანზე

საახალწო სოფელში დილიდან ხალხმრავლობაა. ორბელიანების მოედანზე მისულ მოქალაქეებს სანტა კლაუსი და მისი ელფები ელოდებათ. აქვეა პატარებისთვის ატრაქციონები, ანიმატორები და საშობაო ბაზრობა.

ახალი წლის დადგომიდან ამ დრომდე საახალწლო სოფელს ბევრი სტუმარი ჰყავს. მშობლები შვილებთან ერთად თბილისის საახალწლოდ მორთულ ცენტრალურ ქუჩებში გადიან და დაუვიწყარი განწყობის შექმნას ცდილობენ.

უკვე მესამე დღეა მათთან ერთად "პირველების" ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი იმყოფება. 

რა ხდება დღეს ორბელიანების მოედანზე და იპოვა თუ არა სანტა კლაუსი რეპორტიორმა, ნახეთ რეპორტაჟში.