სისხლიანი ვენდეტა სვანეთში - საახალწლო სუფრა ეცერში სასტიკი მკვლელობით დასრულდა
სისხლიანი ვენდეტა სვანეთში - საახალწლო სუფრა სოფელ ეცერში სასტიკი მკვლელობით დასრულდა. წარსულში დაპირისპირებულ გვარებს ძველი წყენა ქეიფის დროს გაახსენდათ, რასაც ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება, შემდეგ კი ორმხრივი სროლა მოჰყვა.
ორივე მხრიდან არიან გარდაცვლილები, ერთი დაჭრილი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
სისხლიანი გარჩევა აფრასიძეებსა და პაკელიანებს შორის მოხდა. მოკლულია სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ახალი წლის აღსანიშნავად სახლში მორიგეობიდან დაბრუნდა.
ერთ-ერთი მოკლულის დედა "პირველებთან" ყვება, რომ თავად დაინახა, როგორ ესროლესმის შვილს. მვკლელი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. პოლიციას ის ამ დრომდე არ დაუკავებია.
უფრო ვრცლად ეცერში მომხდარი მკვლელობის შესახებ ნახეთ გიორგი ხუხიას რეპორტაჟში.