მსოფლიო ლეგენდარულ ფეხბურთელს, პელეს ემშვიდეობება

03.01.23 11:53
მსოფლიო ლეგენდარულ ფეხბურთელს, პელეს ემშვიდეობება

მსოფლიო ლეგენდარულ ფეხბურთელს ემშვიდეობება. პელეს დღეს სანტოსში მდებარე ვერტიკალური სასაფლაოს მე-9 სართულზე დაკრძალავენ, საიდანაც მისი ყოფილი გუნდის, სანტოსის სტადიონი გამოჩნდება. 

ფეხბურთელის ცხედარი გუშინ სან-პაულოში "ურბანო კალდეირას" ცენტრში დაასვენეს, სადაც მას პატივი ათასობით ადამიანმა მიაგო.

ლეგენდარული ფეხბურთელი 82 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა. მას კარიერის განმავლობაში 1000-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი და ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში 3-ჯერ მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 2000 წელს კი "ფიფამ" ის საუკუნის მოთამაშედ დაასახელა.