აქცია დიდ დიღომში - მოსახლეობა სტადიონის აშენებას აპროტესტებს
აქცია დიდ დიღომში - მოსახლეობა ახალი სტადიონის მშენებლობას აპროტესტებს. აქციის მონაწილეების თქმით, სტადიონით სარგებლობას მხოლოდ პროფესიონალი სპორტსმენები შეძლებენ და ის ბავშვებისთვის აკრძალული იქნება. პროტესტს "ლეიბორისტული პარტიას" შეუერთდა.
მოსახლეობა ამბობს, რომ მათ 3 წლის წინ არა სტადიონის, არამედ სკვერის აშენება მოითხოვეს.
ჩვენი მოთხოვნაა, რომ ამ ტერიტორიაზე აშენდეს სკვერი, რომელიც იქნება ყველასთვის", - ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი.
ადგილობრივებმა სტადიონის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერები ააგროვეს და თბილისის მერიას მიმართეს.