რუსეთის დუმა მომღერალ ვალერი მელაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვს
რუსეთის დუმა და ფედერაციის საბჭო მომღერალ ვალერი მელაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვენ. მიზეზი 2 იანვარ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოა, სადაც ერთ-ერთ წვეულებაზე მომღერალი მიმართვას „Слава Україні!“-ის, „Героям слава!“ -თი პასუხობს.
რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს წევრი ელენა აფანასიევა ვალერი მელაძის საქციელს "პირუტყვობას", "სიმახინჯეს" და "ღალატს" უწოდებს.